Viber Camp Contest for Channel Creators in Georgia Terms and Conditions

Viber Camp კონკურსი არხის შემქმნელებისთვის საქართველოში ვადები და პირობები

These Terms & Conditions (the “Terms”) govern your participation in the Viber Camp Contest (the “Contest”). By participating in the Contest, you agree to be bound by these Terms, so please read these Terms carefully. If you do not agree to be bound by these Terms, you should refrain from participating in the Contest. “Viber” means Viber Media S.à r.l., a company incorporated in the Grand Duchy of Luxembourg, having offices at 2 rue du Fossé, L-1536 Luxembourg.
Participants. In order to participate in the Contest, you must be at least 16 years old, unless the applicable local law requires a different age. Participation is forbidden for employees of Viber and the rest of the Rakuten Group, and their family members or anyone else connected in setting up or administrating the Contest. 
Only Participants (as defined below) with a Georgian telephone country code will be eligible to participate and win the Prizes (as defined below).
Any attempt by a Participant to obtain more than one Entry (as defined below) by using multiple/different Viber accounts, e-mail address, identities or any other methods will void all of such Participants’ Entries. Viber reserves the right to verify the eligibility of all Participants. Illegible and/or incomplete Entries and Entries submitted by Participants who do not meet the eligibility requirements are void. Notwithstanding, a Participant may complete more than one Entry from the same Viber account, by completing more than one (1) application form for different channels being created. The Viber Privacy Policy (available at https://www.viber.com/terms/viber-privacy-policy/, as amended from time to time) shall also apply to your participation in the Contest. Viber is the organizer of the Contest but reserves the right at any point to appoint a local agency in Georgia to organize the Contest on its behalf and/or the distribution of the Prizes.

წინამდებარე წესები და პირობები („პირობები“) არეგულირებს Viber Camp კონურსში („კონკურსი“) თქვენს მონაწილეობას. კონკურსში მონაწილეობით თქვენ ეთანხმებით დაიცვათ წინამდებარე პირობები; აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ დოკუმენტს. თუ არ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს, თავი უნდა შეიკავოთ კონკურსში მონაწილეობისგან. „Viber“ გულისხმობს Viber Media S.à r.l., კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ოფისის მისამართი: 2 rue du Fossé, L-1536 ლუქსემბურგი.
მონაწილეები. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა იყოთ არა ნაკლებ 16 წლის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოქმედი ადგილობრივი კანონმდებლობით სხვა ასაკი არ მოითხოვება. მონაწილეობა ეკრძალება Viber-ის თანამშრომლებსა და Rakuten ჯგუფის დანარჩენ თანამშრომლებს, მათი ოჯახის წევრებს ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც დაკავშირებულია კონკურსის ორგანიზებასთან ან ადმინისტრირებასთან.
მონაწილეობის მიღებისა და პრიზების მოგების (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული) უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს სატელეფონო კოდის (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ) მქონე მონაწილეებს.
მონაწილის ნებისმიერი მცდელობა მოიპოვოს ერთზე მეტი განაცხადი (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ) მრავალი/სხვადასხვა Viber ანგარიშის, ელ-ფოსტის მისამართის, პირადი მონაცემების ან სხვა მეთოდების გამოყენებით, გააუქმებს ამ მონაწილეს განაცხადს. Viber იტოვებს უფლებას გადაამოწმოს ყველა მონაწილის უფლებამოსილება. გაუგებარი და/ან არასრული განაცხადები და მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დასაშვებობის მოთხოვნებს, განიხილება ბათილად. მიუხედავად აღნიშნულისა, მონაწილეს შეუძლია სხვადასხვა შესაქმნელი არხისთვის წარადგინოს ერთზე მეტი განაცხადი ერთი და იგივე Viber-ის ანგარიშიდან ერთზე მეტი (1) საგანაცხადო ფორმის შევსებით. კონკურსში თქვენს მონაწილეობაზე ასევე ვრცელდება Viber-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა (ხელმისაწვდომია: https://www.viber.com/terms/viber-privacy-policy/, პერიოდული შესწორებებით). Viber წარმოადგენს კონკურსის ორგანიზატორს, ამასთან, იგი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს დანიშნოს საქართველოში ადგილობრივი სააგენტო, რომელიც მისი სახელით ორგანიზებას გაუწევს კონკურსს და/ან პრიზების განაწილებას.

1. Entries to the Contest 1.1. General: 1.1.1. Entry to the Contest is free and does not require making any purchase or paying any fee. 1.1.2. Users will find out about the Contest via the Contest promoting Landing Page https://lp.viber.com/vibercamp or in the Contest Bot itself (https://chats.viber.com/vibercamp_ge). The Landing Page and/or chat bot may also be accessed via Viber Promo. 1.1.3. Users can apply to participate in the Contest from October 11, 2022 00:00:00 to November 30, 2022, 23:59:59 Georgian local time. 1.1.4. The applications will be reviewed by Viber and those applications which were completed correctly will go on to the next phase of the Contest - Tasks with Mentors 1.1.5. Tasks with Mentors shall take place between November 10 to December 1, 2022, 23:59:59, Georgian local time (the “Term”). During this period, the Participants will be required to complete 7 tasks, which include theoretical and practical tests. The tasks are designed to develop the Participant’s skills. The Participants will receive a new task from a mentor, who is skilled and experienced in social media marketing.
1.1.6. The tests will include tests which demonstrate a Participant’s competent use of the Viber tools. Other tasks will relate to the Participant’s creativity and content marketing skills. All of the tests will be conducted via the Contest chatbot. Alternatively, the Participant may receive the previously sent test on demand.
1.1.7. Up to ten (10) finalists in total will be chosen by the Viber mentors from out of the Participants in the Contest. 1.1.8. The Viber mentors in selecting the ten (10) finalists shall be guided (but not bound) by the following criteria: (i) the creativity of the participant’s channel and content which shall be weighted as approx. 50% of the participant’s final score; (ii) the professional skills demonstrated by the participant when completing the various tasks which shall be weighted as approx. 30% of the participant’s final score; and (iii) the estimated level of engagement/audience interest in the participant’s channel and content which shall be weighted as approx. 20% of the participant’s final score. 1.1.9. Viber will conduct a survey of the Viber users and invite the users to vote for their favorite channel from out of the channels of the ten (10) finalists from December 5, 2022 to December 15, 2022. The finalist who receives the most votes from the users will be announced as a winner of the Contest on December 26,2022 1.1.10. Another two (2) winners will be selected by the mentors. 1.1.11. Each of the winners will receive a Prize.

1. განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 1.1. ზოგადი: 1.1.1. კონკურსში მონაწილეობა უფასოა და არ საჭიროებს რაიმეს შესყიდვას ან საფასურის გადახდას. 1.1.2. მომხმარებლები კონკურსის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ კონკურსის მხარდამჭერი Landing გვერდის მეშვეობით https://lp.viber.com/vibercamp ან თავად კონკურსის ბოტში (https://chats.viber.com/vibercamp_ge). Landing გვერდზე და/ან ჩეთის ბოტზე წვდომა ასევე შესაძლებელია Viber Promo-ის საშუალებით. 1.1.3. მომხმარებლებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანა შეუძლიათ 2022 წლის 11 ოქტომბრის 00:00:00 საათიდან 2022 წლის 30 ნოემბრის 23:59:59 საათამდე, საქართველოს ადგილობრივი დროით. 1.1.4. აპლიკაციები განიხილება Viber-ის მიერ და ის აპლიკაციები, რომლებიც სწორად არის შევსებული, გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე - დავალება მენტორებთან. 1.1.5. დავალებები მენტორებთან ჩატარდება 2022 წლის 10 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ადგილობრივი დროით 23:59:59 საათამდე („ვადა“). ამ პერიოდის განმავლობაში მონაწილეებს მოეთხოვებათ 7 დავალების შესრულება, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ტესტებს. დავალებები შექმნილია მონაწილის უნარების გასავითარებლად. მონაწილეები მიიღებენ ახალ დავალებას სოციალური მედიის მარკეტინგის სფეროში კვალიფიცირებული და გამოცდილი მენტორისგან. 1.1.6. ტესტები მოიცავს ტესტებს, რომლებიც აჩვენებენ მონაწილის მიერ Viber ინსტრუმენტების გამოყენების კომპეტენციას. სხვა დავალებები დაკავშირებული იქნება მონაწილის კრეატიულობასთან და კონტენტ-მარკეტინგის უნარებთან. ყველა ტესტი ჩატარდება კონკურსის ჩატბოტის საშუალებით. ალტერნატიულად, მონაწილემ მოთხოვნისას შეიძლება მიიღოს ადრე გაგზავნილი ტესტი. 1.1.7. კონკურსში მონაწილეთაგან Viber მენტორები მთლიანობაში აირჩევენ ათამდე (10) ფინალისტს. 1.1.8. Viber-ის მენტორები ათი (10) ფინალისტის შერჩევისას უნდა ხელმძღვანელობდნენ (მაგრამ არა სავალდებულოდ) შემდეგი კრიტერიუმებით: (i) მონაწილის არხისა და კონტენტის კრეატიულობა, რომელიც შეწონილი იქნება დაახლ. მონაწილის საბოლოო ქულის 50%-ით; (ii) მონაწილის მიერ გამოვლენილი პროფესიული უნარები სხვადასხვა ამოცანების შესრულებისას, რომლებიც შეწონილი იქნება დაახლ. მონაწილის საბოლოო ქულის 30%-ით; და (iii) ჩართულობის/აუდიტორიის ინტერესის სავარაუდო დონეს მონაწილის არხზე და კონტენტზე, რომელიც შეწონილი იქნება დაახლ. მონაწილის საბოლოო ქულის 20%-ით. 1.1.9. Viber ჩაატარებს Viber-ის მომხმარებლების გამოკითხვას და მოუწოდებს მომხმარებლებს ათი (10) ფინალისტის არხებიდან ხმა მისცენ მათ მიერ მოწონებულ არხს 2022 წლის 5 დეკემბრიდან 2022 წლის 15 დეკემბრამდე. ფინალისტი, რომელიც მომხმარებელთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, გამოცხადდება კონკურსის გამარჯვებულად 2022 წლის 26 დეკემბერს 1.1.10. კიდევ ორ (2) გამარჯვებულს შეარჩევენ მენტორები. 1.1.11. თითოეული გამარჯვებული მიიღებს პრიზს.

1.2. How to Compete: 1.2.1 In order to participate in the Contest, you will need to subscribe to the Bot, approve these Terms and participate according to the below rules. Subscription to the Bot and approval of the Terms will be considered an “Entry” and participation in the Contest is subject to the Terms hereof. Each Viber user that subscribes to the Bot and approves the Terms will be considered a “Participant” in the Contest. 1.2.2. Participants will be required to also complete an application form which includes the Participant’s name, phone number, email address, link to the channel where the user is the super-admin or admin. 1.2.3.If you choose to participate in the Contest, you grant Viber the right to display your Viber user name and picture on a Viber Channel. If you do not wish your Viber username and/or picture to be displayed in the Channel, please refrain from participating in the Contest. 1.2.4. Viber assumes no responsibility for a Participant’s application to the Contest and/or the Participant’s tasks not being conducted or received on time or for whatever reason, including due to a technical error or malfunction. 1.2.5. All Entries and content produced by a Participant shall accord with Viber’s Acceptable Use Policy (available at: https://www.viber.com/en/terms/viber-public-content-policy/) and shall not contain offensive language or material including: pornography and gambling and Viber reserves the right to disqualify or exclude such offensive material from use in the Contest.

1.2. როგორ გავწიოთ კონკურენცია: 1.2.1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თქვენ უნდა გამოიწეროთ ბოტი, დაამტკიცოთ წინამდებარე პირობები და მიიღოთ მონაწილეობა ქვემოთ მოცემული წესების შესაბამისად. ბოტის გამოწერა და პირობების დამტკიცება ჩაითვლება „განაცხადის“ წარდგენად; კონკურსში მონაწილეობა რეგულირდება წინამდებარე პირობებით. Viber-ის თითოეული მომხმარებელი, რომელიც გამოიწერს ბოტს და ამტკიცებს პირობებს, განიხილება კონკურსის „მონაწილედ“. 1.2.2. მონაწილეებს ასევე მოეთხოვებათ შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც მოიცავს მონაწილის ვინაობას, ტელეფონის ნომერს, ელ.ფოსტის მისამართს, არხის ბმულს, სადაც მომხმარებელი არის სუპერ-ადმინისტრატორი ან ადმინისტრატორი. 1.2.3. თუ თქვენ აირჩევთ კონკურსში მონაწილეობას, თქვენ ანიჭებთ Viber-ს უფლებას ასახოს თქვენი Viber მომხმარებლის სახელი და სურათი Viber Channel-ზე. თუ არ გსურთ თქვენი Viber-ის მომხმარებლის სახელი და/ან სურათი გამოჩნდეს არხზე, გთხოვთ, თავი შეიკავოთ კონკურსში მონაწილეობისგან. 1.2.4. Viber არ იღებს პასუხისმგებლობას კონკურში მონაწილის განაცხადზე და/ან მონაწილის მიერ დავალების დროულად შეუსრულებლობაზე ან მიღებაზე რაიმე მიზეზის, მათ შორის, ტექნიკური შეცდომის ან გაუმართაობის გამო. 1.2.5. მონაწილის მიერ წარმოებული ყველა განაცხადი და კონტენტი უნდა შეესაბამებოდეს Viber-ის მისაღები გამოყენების პოლიტიკას (ხელმისაწვდომია: https://www.viber.com/en/terms/viber-public-content-policy/) და არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ენას ან მასალას, მათ შორის, პორნოგრაფიას და აზარტულ თამაშებს; Viber უფლებას იტოვებს გააუქმოს ან ამორიცხოს ასეთი შეურაცხმყოფელი მასალები კონკურსიდან.

2. Prizes 2.1. There will be two (2) types of prizes, (“Prize”) as follows:
Each of the three winning finalists chosen by the mentors or by voting will receive an Apple iPad Air 5 and twelve months of Viber Channel Promo. The remaining seven finalists will each receive one month of Viber Channel Promo. 2.2. Each of the winners will be contacted by a direct message on Viber /email within seven (7) days from the end of the Term (the “Prize Notification”). The Winner must reply within seventy-two (72) hours of the date of the Prize Notification (the “Deadline”), and provide the winner’s mailing address. If the winner does not respond to the Prize Notification by the Deadline, he/she may be disqualified and a different Participant may be chosen by Viber to be the alternate winner (“Alternate Winner”). Viber may repeat the aforementioned process until a qualified winner has been selected for the Contest. 2.3. Any federal, state and/or local taxes and fees and other expenses related to the Prizes and/or to their distribution shall be borne by Viber or by the local agency acting on Viber’s behalf.2.4. Except where prohibited by law, the Prize winner’s application, participation and acceptance of the Prize constitutes the Prize winner’s irrevocable, sub-licensable, absolute right and permission for Viber and the rest of the Rakuten Group, to use, publish, post or display said Prize winner’s name, photograph, likeness, statements, biographical information, voice, city and state address, prize information, any quotes attributable to him or her and any other indicia of persona (regardless of whether altered, changed, modified, edited, used alone, or used with other material in Viber’s and/or the Rakuten Group’s sole discretion), for any purpose, including but not limited to advertising, trade, promotional and publicity purposes, on a worldwide basis, and in all forms of media now known or hereafter devised, in perpetuity, without further authorization, notification, opportunity to review, approval or compensation of any kind, and each Prize winner releases Viber and the rest of the Rakuten Group from any and all liability related thereto. Nothing contained in these Terms obligates Viber to make use of any of the rights granted herein and Prize winner waives any right to inspect or approve any such use. Viber will have the right after the end of the Contest to use the content created during the Contest, including names and pictures of the Participants and Prize winners in public relations and marketing materials. 2.5. The name of the Prize winners, as well as footage and other images of the Prize winners may be published by Viber and/or the rest of the Rakuten Group (at their sole discretion) and may be made available to over one Billion (1,000,000,000) Viber users within the Viber network, as well as to the general public through the media and other social networks, including, without limitation, on Facebook, and, including, without limitation, for commercial purposes. Without limitation to the preceding paragraph, by entering and/or participating in the Contest and/or claiming the Prize each Participant hereby irrevocably agrees in advance to the publication described in the preceding sentence to the fullest extent permitted under law. 2.6. Viber reserves the right to verify eligibility of all Participants. In the event of a dispute regarding the identity of the person submitting an Entry, the Entry will be deemed to be submitted by the person in whose name the Viber account is registered on the date the entry is submitted, but only if that person meets all other eligibility criteria, otherwise the entry may be disqualified and any potential Prize won will be forfeited at Viber’s sole discretion. 2.7. Viber is entitled to change any of the Prizes, and to add and/or remove Prizes, at its sole discretion. 2.8. No portion of any of the Prizes may be transferred, redeemed for cash, or substituted, except by Viber (in its sole discretion), which reserves the right to substitute any portion of a Prize with a prize of equal or greater value for any reason, including, without limitation, Prize unavailability. The Prizes, and all elements thereof, are subject to availability. The Prizes are awarded “AS IS” and WITHOUT WARRANTY OF ANY KIND, express or implied (including, without limitation any implied warranty of merchantability or fitness for a particular purpose). Acceptance, participation in and/or use of a Prize is at Prize winner’s sole risk and the Released Parties (as defined below) are not responsible for any damages whatsoever including special, indirect, or consequential damages, arising out of or in connection with the use and/or misuse of the Prize. 

2. პრიზები 2.1. წარმოდგენილ იქნება ორი (2) სახის პრიზი ("პრიზი"): მენტორების მიერ ან ხმის მიცემის საფუძველზე არჩეული სამი გამარჯვებული ფინალისტი მიიღებს Apple iPad Air 5-ს და Viber Channel-ის თორმეტ თვის მანძილზე. დარჩენილი შვიდი ფინალისტი მიიღებს Viber Channel-ის პრომოს თითო თვით. 2.2. თითოეულ გამარჯვებულს დაუკავშირდებიან უშუალოდ - მესიჯით Viber/ელ-ფოსტით ვადის დასრულებიდან შვიდი (7) დღის განმავლობაში („პრიზის შესახებ შეტყობინება“). გამარჯვებულმა უნდა უპასუხოს პრიზის შესახებ შეტყობინების დღიდან სამოცდათორმეტი (72) საათის განმავლობაში („ბოლო ვადა“) და წარადგინოს გამარჯვებულის საფოსტო მისამართი. თუ გამარჯვებული არ უპასუხებს პრიზის შესახებ შეტყობინებას საამისოდ დადგენილ საბოლოო ვადამდე, იგი შეიძლება დაექვემდებაროს დისკვალიფიკაციას და Viber-ის მიერ ალტერნატიულ გამარჯვებულად („ალტერნატიული გამარჯვებული“) შეირჩეს სხვა მონაწილე. Viber-ს შეუძლია გაიმეოროს ზემოაღნიშნული პროცესი კონკურსში კვალიფიციური გამარჯვებულის არჩევამდე. 2.3. პრიზებთან და/ან მათ განაწილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფედერალური, სახელმწიფო და/ან ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები თუ სხვა ხარჯები დაიფარება Viber-ის ან Viber-ის სახელით მოქმედი ადგილობრივ სააგენტოს მიერ. 2.4. გარდა კანონით აკრძალული შემთხვევებისა, პრიზის მფლობელის განცხადება, მონაწილეობა და პრიზის მიღება წარმოადგენს პრიზის მფლობელის მხრიდან Viber-ისთვის და Rakuten ჯგუფისთვის შეუქცევადი, ქვე-ლიცენზირებადი, აბსოლუტური უფლების გადაცემას და ნებართვას გამოიყენოს, გამოაქვეყნოს, დაპოსტოს ან განათავსოს პრიზის მფლობელის სახელი, ფოტოსურათი, იერსახე, განცხადებები, ბიოგრაფიული სახის ინფორმაცია, ხმა, ქალაქისა და შტატის მისამართი, პრიზის შესახებ ინფორმაცია, მისთვის მიკუთვნებული ნებისმიერი ციტატა და ნებისმიერი სხვა პერსონიზებული ნიშანი (მიუხედავად იმისა, იგი შეცვლილი, მოდიფიცირებული, რედაქტირებული, დამუშავებული, ცალკე გამოყენებულია თუ გამოიყენება სხვა მასალებთან ერთად Viber-ის და/ან Rakuten Group-ის შეხედულებისამებრ) ნებისმიერი მიზნისთვის, მათ შორის (და არა მხოლოდ), სარეკლამო, კომერციული, პრომოუტერული თუ საჯაროობის მიზნებისთვის მსოფლიო მასშტაბით და ყველა სახის მედიაში - ამჟამად ცნობილსა თუ შემდგომ შემუშავებულში, სამუდამოდ, შემდგომი ავტორიზაციის, შეტყობინების, ნებისმიერი სახის განხილვის, დამტკიცების ან კომპენსაციის შესაძლებლობის გარეშე; ამით თითოეული პრიზის მფლობელი ათავისუფლებს Viber-ს და Rakuten ჯგუფს ზემოხსენებულთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა პასუხისმგებლობისგან. ამ პირობებში მოცემული არც ერთი დებულება არ ავალდებულებს Viber-ს გამოიყენოს აქ მინიჭებული რომელიმე უფლება, ხოლო პრიზის მფლობელი უარს აცხადებს ამგვარი გამოყენების შემოწმებისა თუ დადასტურების ნებისმიერ უფლებაზე. Viber-ს უფლება ექნება კონკურსის დასრულების შემდეგ გამოიყენოს კონკურსის დროს შექმნილი კონტენტი - მონაწილეთა და პრიზიორთა სახელების და სურათების ჩათვლით საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგულ მასალებში. 2.5. პრიზიორთა სახელები, აგრეთვე მათი (პრიზიორთა) კადრები და სხვა სურათები შეიძლება გამოქვეყნდეს Viber-ის და/ან Rakuten ჯგუფის მიერ (მათი შეხედულებისამებრ) და ხელმისაწვდომი გახდეს ერთ მილიარდზე მეტი (1,000,000,000) Viber-ის მომხმარებლებისთვის Viber-ის ქსელში, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის მედიის და სხვა სოციალური ქსელების მეშვეობით, მათ შორის - რაიმე შეზღუდვის გარეშე - Facebook-ზე კომერციული (და არა მხოლოდ) მიზნებისთვის. წინამორბედი პუნქტის რაიმე სახით შეზღუდვის გარეშე, კონკურსში მონაწილეობით და/ან და/ან პრიზის მოთხოვნით, თითოეული მონაწილე წინასწარ შეუქცევად ეთანხმება წინამორბედ წინადადებაში მითითებულ პუბლიკაციას კანონით ნებადართული სრული მოცულობით. 2.6. Viber უფლებას იტოვებს გადაამოწმოს ყველა მონაწილის უფლებამოსილება. განაცხადის წარმდგენი პირის ვინაობასთან დაკავშირებით რაიმე დავის შემთხვევაში, განაცხადი ჩაითვლება წარდგენილად იმ პირის მიერ, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია Viber ანგარიში განაცხადის გაგზავნის დღეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ყველა სხვა საკვალიფიკაციო კრიტერიუმს, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი შეიძლება დაექვემდებაროს დისკვალიფიკაციას და მოხდეს ნებისმიერი პოტენციური პრიზის ჩამორთმევა Viber-ის შეხედულებისამებრ. 2.7. Viber უფლებამოსილია შეცვალოს პრიზი და დაამატოს და/ან წაშალოს პრიზები თავისი შეხედულებისამებრ. 2.8. არ დაიშვება პრიზის რაიმე ნაწილის გადაცემა, ნაღდი ფულით გამოსყიდვა ან ჩანაცვლება, გარდა Viber-ისა (თავისი შეხედულებისამებრ), რომელიც იტოვებს უფლებას შეცვალოს პრიზის ნებისმიერი ნაწილი თანაბარი ან მეტი ღირებულების პრიზით რაიმე მიზეზის გამო, მათ შორის - შეზღუდვის გარეშე - პრიზის ხელმიუწვდომლობის გამო. პრიზები და მათი ყველა ელემენტი ექვემდებარება ხელმისაწვდომობას. პრიზები გაიცემა „როგორც არის“ სახით, რაიმე გარანტიის გარეშე - იქნება ეს გამოხატული თუ ნაგულისხმევი (ვაჭრობის ან კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის კუთხით ნაგულისხმევი გარანტიის ჩათვლით). პრიზის მიღება, მონაწილეობა და/ან გამოყენება ხდება გამარჯვებულის ერთპიროვნული რისკით, ხოლო გათავისუფლებული მხარეები (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ) არ იღებენ პასუხისმგებლობას რაიმე სახის ზიანზე, მათ შორის, სპეციალურ, არაპირდაპირ ან შედეგობრივ ზარალზე, რომელიც დადგება ან დაკავშირებული პრიზის გამოყენებასთან და/ან არამართლზომიერ გამოყენებასთან.

3. Release. Prize winners and participants release, discharge, and agree to indemnify and hold harmless, Viber and the rest of the Rakuten Group, and all of their respective managers, members, directors, officers, owners, employees, parents, subsidiaries, affiliates, agents, representatives, successors and assigns and each of them (collectively, the “released parties”) from and against any liability, damages, or causes of action (however named or described), with respect to or arising out of any damages, injury or losses, to any person (including death), or property, of any kind resulting in whole or in part, directly or indirectly from acceptance, possession, misuse or use of a prize, any portion thereof or participation in any promotion related activity or participation in this contest.  

3. გათავისუფლება. პრიზის მფლობელები და მონაწილეები ათავისუფლებენ და თანხმდებიან, აუნაზღაურონ და დაიცვან Viber და Rakuten ჯგუფის დანარჩენი წევრები და მათი ყველა შესაბამისი მენეჯერი, წევრი, დირექგტორი, თანამდებობის პირი, მფლობელი, თანამშრომელი, მშობელი კომპანია, სუბსიდიარი, ფილიალი, აგენტი, წარმომადგენელი, უფლება-მემკვიდრე და დანიშნული პირი და თითოეული მათგანი (კოლექტიურად - „გათავისუფლებული მხარეები“) ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან, ზიანის ან სარჩელისგან (დასახელებული ან აღწერილი), რომელიც წარმოიშვება პრიზის ან მისი ნაწილის მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირ ან ირიბად მიღების, მფლობელობის, არამართლზომიერად გამოყენების ან მოხმარების ან საკონკურსო საქმიანობასთან ან კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული მხარდაჭერიდან გამომდინარე პირის ან ქონების მიმართ ზარალის, დასახიჩრების ან დაზიანების მიყენების (დაღუპვის ჩათვლით) გამო.

4. Limitations of Liability.
Viber and rest of the Rakuten Group are not responsible for late, lost, damaged, misdirected, incomplete, illegible, undeliverable, destroyed Entries due to system errors or failures, or faulty transmissions and/or tasks not performed resulting from any hardware, software, or technical failures of any kind, lost or unavailable network connections, or failed, incomplete or garbled computer, internet or telephone transmissions, or for any problems or technical malfunction(s) of any telephone network or lines, computer online systems, servers or providers, computer equipment, or Entries, or tasks not received by Viber on account of technical problems or traffic congestion on computer networks, or any combination thereof, including any injury or damage to Participant's or any other person's computer related to or resulting from participating in the promotion or downloading of any material for the Contest, or other telecommunications malfunctions which may limit a Participant’s ability to participate. Viber may prohibit a Participant from participating in the Contest, or winning a Prize if, in its sole discretion, it determines that said Participant is attempting to undermine the legitimate operation of the Contest by cheating, hacking, deception, or other unfair playing practices (including the use of automated quick entry programs), if such Participant is intending to annoy, abuse, threaten or harass any other Participants or Viber representatives and/or if such Participant Viber user name or picture, as displayed or channel content is unlawful, harmful, threatening, abusive, vulgar, obscene, offensive, indecent, invasive of another person’s privacy, hateful, or racially, ethnically objectionable. If for any reason this Contest is not capable of running as planned, including, but not limited to, infection by computer virus, bugs, tampering, unauthorized intervention, fraud, or any other causes beyond the reasonable control of Viber which corrupt or affect the administration, security, fairness, integrity or proper conduct of the promotion, then Viber reserves its right at its sole discretion to cancel, terminate, modify or suspend the Contest. 

4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა.
Viber და Rakuten ჯგუფის დანარჩენი წევრები არ არიან პასუხისმგებელნი სისტემის შეცდომის ან გაუმართაობის ან შეცდომით გადაცემის გამო დაგვიანებულ, დაკარგულ, დაზიანებულ, არასწორად მიწოდებულ, არასრულ, გაუგებარ, მიუწვდომელ, განადგურებულ განაცხადზე ან დავალებებზე, რომელთა შესრულებაც ვერ მოხერხდა რაიმე სახის აღჭურვილობის, პროგრამული უზრუნველყოფის ან ტექნიკური გაუმართაობის, ან დაკარგული ან მიუწვდომელი ქსელური კავშირების, ან გაუმართავი, არასრული ან გაფუჭებული კომპიუტერის, ინტერნეტით ან სატელეფონო გადაცემის, ან სატელეფონო ქსელის ან ხაზების, კომპიუტერული ონლაინ სისტემების, სერვერების ან პროვაიდერების პრობლემის ან ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით, ასევე, არ არიან პასუხისმგებელნი განაცხადებსა თუ დავალებებზე, რომელიც არ იქნა მიღებული Viber-ის მიერ ტექნიკური პრობლემების ან კომპიუტერულ ქსელებში სატრანსპორტო გადატვირთულობის გამო, ან მათი ნებისმიერი კომბინაციის გამო, მონაწილის ან ნებისმიერი სხვა პირის სხეულის დაზიანებისა თუ კომპიუტერის დაზიანების ჩათვლით, რომელიც დაკავშირებულია ან გამომდინარეობს კონკურსის ხელშემწყობ საქმიანობაში მონაწილეობისგან ან კონკურსისთვის რაიმე მასალის ჩამოტვირთვისგან ან სხვა სატელეკომუნიკაციო გაუმართაობისგან, რამაც შეიძლება შეზღუდოს პირის მხრიდან მონაწილეობის შესაძლებლობა. Viber-ს შეუძლია აუკრძალოს მონაწილეს კონკურსში მონაწილეობა ან პრიზის მოგება, თუ - მისი შეხედულებით - იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მონაწილე ცდილობს შელახოს კონკურსის ლეგიტიმურად ჩატარება თაღლითობის, ჰაკერობის, მოტყუების ან სხვა არაკეთილსინდისიერი სათამაშო პრაქტიკით ( ავტომატური სწრაფი შესვლის პროგრამების გამოყენების ჩათვლით), ან თუ ასეთი მონაწილე აპირებს გააღიზიანოს, შეურაცხყოს, მიმართოს მუქარას ან შევიწროებას სხვა მონაწილეების ან Viber-ის წარმომადგენლების მიმართ, და/ან თუ ასეთი მონაწილის Viber არხსა თუ კონტენტში ასახული სახელი ან სურათი არის უკანონო, საზიანო, მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, ვულგარული, უხამსი, სხვისი კონფიდენციალურობის დამრღვევი, სიძულვილის შემცველი, ან რასობრივად, ეთნიკურად წინააღმდეგობრივი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ამ კონკურსის გეგმის მიხედვით ჩატარება გარკვეული მიზეზის გამო, მათ შორის (და არა მხოლოდ), კომპიუტერული ვირუსის, შეცდომების, სიყალბის, არა-სანქცირებული ჩარევის, თაღლითობის ან Viber-ის გონივრული კონტროლის მიღმა არსებული სხვა მიზეზების გამო, რომლებიც აზიანებს ან ზეგავლენას ახდენს სარეკლამო აქციის ადმინისტრირებაზე, უსაფრთხოებაზე, სამართლიანობაზე, მთლიანობაზე ან სათანადოდ ჩატარებაზე, მაშინ Viber იტოვებს უფლებას თავისი შეხედულებისამებრ გააუქმოს, შეწყვიტოს, შეცვალოს ან შეაჩეროს კონკურსი.

5. Further Liability Limitations. To the maximum extent permitted by law, in no event will Viber and the rest of the Rakuten Group be responsible or otherwise liable for any damages or losses of any kind, including direct, indirect, incidental, consequential or punitive damages related to the Contest, including any access to or use of Viber or any downloading from or printing material from Viber. Everything on Viber is provided “as is” without any representation or warranty of any kind, either expressed or implied, save where excluded by law, Viber’s liability shall be limited to the value of US$100. Further, no responsibilities are accepted for any additional expenses, omissions, delays, or re-routing resulting from any acts of any government or authority. Prize winners and Participants agree that the Prizes are provided “as is” without any warranty, representation, or guarantee, express or implied, in fact or in law, whether now known or hereinafter enacted, relative to the use or enjoyment of the Prize, including, without limitation, its quality, merchantability, or fitness for a particular purpose. Further, no responsibilities are accepted for any additional expenses, omissions, delays, or re-routing resulting from any acts of any government or authority.

5. პასუხისმგებლობის დამატებითი შეზღუდვები.
კანონით ნებადართული მაქსიმალური ზომით, Viber და Rakuten ჯგუფის დანარჩენი წევრები არც ერთ შემთხვევაში არ იქნებიან ანგარიშვალდებულნი ან სხვაგვარად პასუხისმგებელნი ნებისმიერი სახის ზიანზე ან ზარალზე, მათ შორის, კონკურსთან დაკავშირებულ პირდაპირ, ირიბ, შემთხვევით, შედეგობრივ თუ საჯარიმო ზიანზე, Viber-ზე ნებისმიერი წვდომის ან გამოყენების ან Viber-დან ნებისმიერი მასალის ჩამოტვირთვის ან ამობეჭდვის ჩათვლით. Viber-ზე ყველაფერი მოცემულია „როგორც არის“ ფორმატით - ყოველგვარი რეკლამაციის ან გარანტიის გარეშე - იქნება ეს გამოხატული თუ ნაგულისხმევი, გარდა კანონით გამორიცხული შემთხვევებისა; Viber-ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება 100 აშშ დოლარის ღირებულებით. გარდა ამისა, არ დაიშვება რაიმე პასუხისმგებლობა დამატებითი ხარჯების, გამოტოვების, დაგვიანების ან მარშრუტის შეცვლის გამო, რაც გამოწვეულია მთავრობის ან ხელისუფლების რაიმე ქმედებით.
პრიზიორები და მონაწილეები თანხმდებიან, რომ პრიზები გადაეცემა „როგორც არის“ ფორმატით - ყოველგვარი რეკლამაციისა თუ გარანტიის გარეშე - იქნება ეს გამოხატული ან ნაგულისხმევი, ფაქტობრივი თუ კანონით გათვალისწინებული, მოცემული დროისთვის ცნობილი თუ შემდგომში ასამოქმედებელი პრიზის გამოყენებასთან ან სარგებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის (რაიმე შეზღუდვის გარეშე), მის ხარისხთან, კომერციულ ღირებულებასა თუ კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის კუთხით. ამასთან, ამისა, არ დაიშვება რაიმე პასუხისმგებლობა დამატებითი ხარჯების, გამოტოვების, დაგვიანების ან მარშრუტის შეცვლის გამო, რაც გამოწვეულია მთავრობის ან ხელისუფლების რაიმე ქმედებით.

6. Disputes.
Except where prohibited, Participant agrees that: (i) any and all disputes, claims and causes of action arising out of or connected with this Contest or any Prize awarded shall be resolved individually, without resort to any form of class action, and exclusively by the appropriate court located in London, UK; (ii) this Contest and any dispute arising under or related thereto (whether for breach of contract, tortious conduct or otherwise) will be governed by the laws of England the Wales without giving effect to its conflicts of law or choice of law principles or rules that would cause the application of any other laws.

6. დავები.
გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ეს აკრძალულია, მონაწილე თანახმაა, რომ: (i) ნებისმიერი და ყველა დავა, პრეტენზია და სარჩელი, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია ამ კონკურსთან ან მინიჭებულ ნებისმიერ პრიზთან, უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, ყოველგვარი ჯგუფური სარჩელით მიმართვის გარეშე, და მხოლოდ შესაბამისი სასამართლოს მიერ, რომელიც მდებარეობს ლონდონში, დიდ ბრიტანეთში; (ii) ეს კონკურსი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია მასთან (იქნება ეს კონტრაქტის დარღვევა, არამართლზომიერი ქცევა თუ სხვა), რეგულირდება ინგლისის და უელსის კანონებით, კანონის კონფლიქტის ან იმ კანონის პრინციპების ან წესების არჩევის გარეშე, რაც გამოიწვევს ნებისმიერი სხვა კანონის გამოყენებას.

7. General 7.1 Viber reserves the right to change the Contest or any part thereof and these Terms (including without limitation, changing the Term, the Prizes, the structure of the Contest, the redemption period of the Prizes, etc.), and may discontinue the Contest at any time without notice, at Viber's sole discretion, and without any liability on its part. Viber’s decisions on all matters involving the Contest will be final. 7.2 By submitting an Entry or otherwise participating in the Contest, you hereby agree to receive marketing or promotional materials from Viber and the rest of the Rakuten Group.
8. In case of any inconsistency between the Georgian language version and the English language version, the English language version shall prevail.

7. ზოგადი 7.1 Viber იტოვებს უფლებას შეცვალოს კონკურსი ან მისი ნებისმიერი ნაწილი და წინამდებარე პირობები (მათ შორის, რაიმე შეზღუდვის გარეშე, ვადები, პრიზები, კონკურსის სტრუქტურა, პრიზების გამოსყიდვის პერიოდი და ა.შ.) და შეწყვიტოს კონკურსი ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე, Viber-ის საკუთარი შეხედულებისამებრ და მისგან ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. Viber-ის გადაწყვეტილებები კონკურსთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე საბოლოო იქნება. 7.2 განაცხადის წარდგენით ან კონკურსში მონაწილეობით, თქვენ ეთანხმებით მიიღოთ მარკეტინგული ან სარეკლამო მასალები Viber-ისგან და Rakuten ჯგუფის დანარჩენი წევრებისგან.
8. ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურენოვან ვერსიას.

© 2022, Viber Media S.à r.l. All Rights Reserved

© 2022, Viber Media S.à r.l. ყველა უფლება დაცულია.